დონალდ ტრამპი არაბულ სახელმწიფოებს ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არაბულ სახელმწიფოებს ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ეს წინადადება უკვე განიხილა იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან სატელეფონო საუბრისას, ხოლო 26 იანვარს გეგმავს ამ საკითხის განხილვას ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან.

„რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც უნდა შეიცვალოს, ის ფაქტობრივად განადგურების ადგილია, თითქმის ყველაფერი განადგურებულია და ხალხი იხოცება“-  განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ სიტუაციაში ურჩევნია, ითანამშრომლოს ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან, რათა ააშენოს საცხოვრებელი სახლები პალესტინელი ლტოლვილებისთვის ღაზას სექტორის გარეთ, „სადაც ისინი მშვიდობიანად იცხოვრებენ“.

მსგავსი თემები