საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში „პარი სენ-ჟემენის“ შემადგნელობაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. პარიზელები საკუთარ მოედანზე „რეიმსს“ მასპინძლობენ.
შეხვედრის 47-ე წუთზე ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა, რომელსაც საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ მიაწოდა.
„პირველი თამაში რთული იყო. „რეიმსი“ კარგი გუნდია და თავს კარგად იცავდა, მაგრამ მოგება შეგვეძლო – ბევრი საგოლე შანსი შევქმენით და უნდა გაგვეტანა. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, უკეთესად ვივარჯიშოთ და სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ. როგორც ვთქვი, დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე დაგვაკლდა. მომენტები მრავლად შევქმენით, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა“- განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.