ტრამპი, შესაძლოა, პირველი საერთაშორისო ვიზიტით საუდის არაბეთში ან დიდ ბრიტანეთში ჩავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, შესაძლოა, პირველი საერთაშორისო ვიზიტით საუდის არაბეთში ან დიდ ბრიტანეთში ჩავიდეს.

„ეს, შეიძლება, იყოს საუდის არაბეთი ან, შეიძლება, ტრადიციულად იყოს დიდი ბრიტანეთი“- ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, თუ სად შეიძლება გაემგზავროს პირველი საერთაშორისო ვიზიტით.

ტრამპმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან „ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს“.

ტრამპის თქმით, მომდევნო 24 საათის მანძილზე მათ ექნებათ სატელეფონო საუბარი.

მსგავსი თემები