ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ, მათ შორის არის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც არჩევნებში მეათე ხუთწლიანი ვადის მოსაპოვებლად მონაწილეობს.

 

მსგავსი თემები