იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს. ისინი იქ მომვლელებად მუშაობდნენ. ინფორმაციას უდინეს პროკურატურა ავრცელებს. არსებული ცნობით, ისინი ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის დააკავეს. დამატებით კიდევ 17 ქალის წინააღმდეგ საჩივარია შესული და მათ მიმართ ასევე მიმდინარეობს საქმის წარმოება.
ყველა მათგანს ევროკავშირის ქვეყნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ – სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, რომლებიც იტალიაში ცხოვრებასა და მუშაობას არ კრძალავს.
სამართალდამცველების ცნობით, თავდაპირველად, ყალბი პირადობებით, ეს ადამიანები უდინეს შემოსავლების სააგენტოში ამზადებდნენ ფისკალურ კოდს და შემდეგ, სხვა რეგიონებში გადადიოდნენ სამუშაოდ. უდინეს საგამოძიებო უწყება დაეჭვდა, რომ დოკუმენტები ყალბი იყო.