პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციას დედაქალაქში დაწყებული რამდენიმე მარში შეუერთდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მათ შორის, კახა ბენდუქიძის კამპუსის, მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების, მიხა ხელაშვილის სახელობის, ფსიქოლოგების მარში, ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციის მონაწილეები. აქციას იპოდრომიდან „მუსიკალური აქცენტების“ მონაწილეები და „ფასების ზრდით უკმაყოფილოები“ შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები უწყვეტი პროტესტის 59-ე დღესაც ითხოვენ ახალი არჩევნები დაინიშნოს და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები გათავისუფლდნენ.