გაერთიანებულ სამეფოში, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი თინეიჯერი ემსხვერპლა. მათი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.სამივე ადამიანი – 18 წლის მძღოლი და კიდევ ორი ადგილზევე დაიღუპნენ.
მედიის ცნობით, მანქანაში სულ 5 ადამიანი იყო. გადარჩენილი ორი მგზავრიდან, ერთი მამაკაცი, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით, საავადმყოფოში რჩება, მეორე კი მსუბუქად დაზიანდა.