სლოვაკეთის პრემიერ-პრემიერმა რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ ათიათასობით ადამიანის მოთხოვნის მიუხედავად, ის არ გადადგება. მისივე თქმით, მასობრივ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია, „რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არიან“.
„მე არ მესმის, რატომ უნდა გააკრიტიკონ უკრაინელებმა სლოვაკეთის მთავრობა“- აღნიშნა ფიცომ.
გუშინ სლოვაკეთის თითქმის 30 ქალაქში ხალხი გამოვიდა ქუჩებში ლოზუნგით „სლოვაკეთი ევროპაა“. პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორი ინიციატივა „მშვიდობა უკრაინაში“ და ოპოზიციური პარტიები იყვნენ. აქციის ორგანიზატორთა შეფასებით, მთლიანობაში, დემონსტრაციაში მონაწილეობა 100 000-მდე ადამიანმა მიიღო.