პოლონეთის პრემიერ-მინისრის, დონალდ ტუსკის თქმით, უნგრეთის, ვიქტორ ორბანის ქმედებები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვის მუქარასთან დაკავშირებით, პუტინის გუნდში თამაშს ჰგავს.
„ორბანი თუ ნამდვილად დაბლოკავს ევროპულ სანქციებს ომის საკვანძო მომენტში, სრულიად ნათელი გახდება, რომ ამ დიდ თამაშში ევროპის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის, ის პუტინის გუნდში თამაშობს და არა ჩვენს გუნდში. ყველა იმ შედეგით, რაც მოჰყვება ამ ფაქტს“- წერს პოლონეთის დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.