ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა. უკრაინის პრეზიდენტი Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ბრძანებით სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა.
„ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ინსტიტუტი არსებობს, რომლებსაც აშშ ადრე მხარს უჭერდა. მხოლოდ იმის შესახებ შემიძლია საუბარი რაც შეიძლება უკრაინამ დაკარგოს. მე სამხედრო დახმარებაზე ვარ ორიენტირებული და ეს არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.