“მძევალი ჯარისკაცების დაბრუნება ომში ჩვენი გამარჯვების მნიშვნელოვანი ნაწილია”- ჰერცი ჰალევი

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ მძევალი ჯარისკაცების დაბრუნება ომში გამარჯვების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ჩვენ ყველა მძევლის, მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცების დაბრუნებას ვაპირებთ“ – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში დღეს „ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი ქალი ჯარისკაცი – კარინა არიევი, ნაამა ლევი, დანიელა გილბოა და ლირი ალბაგი გაათავისუფლა.

მსგავსი თემები