საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევა პირველ ტურში ვერ შეძლო

“როიტერის” ინფორმაციით, პირველ ტურში პარტიების მიერ წარმოდგენილი კანდიდატის ასარჩევად საჭირო იყო 200 დეპუტატის ხმა, თუმცა 300-ადგილიან პარლამენტში საჭირო ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. არჩევნების მეორე ტური 31 იანვარს გაიმართება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ისიც ამავე შედეგით დასრულდეს.

საარჩევნო პროცესში საჭირო ხმების რაოდენობა ყოველი ტურის დროს შემცირდება. კერძოდ, მეორე ტურში საკმარისი იქნება 180 ხმა, ხოლო მესამე ტურში – 151 ხმა.

იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის არჩევა მესამე ტურშიც ვერ მოხერხდა, ბოლო კენჭისყრაზე მას ფარდობითი უმრავლესობით აირჩევენ.

მსგავსი თემები