უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება იგეგმება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველმა, ნიკოლაი შჩურმა განაცხადა, რომ საუბარია კონტრაქტის ნებაყოფლობით გაფორმებაზე, რომელიც მოიცავს ფინანსურ და სხვა სახის წახალისებას.
„როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებებში იქნება მთელი რიგი ცვლილებები. მოსალოდნელია, რომ დოკუმენტებში სხვადასხვა დონის ცვლილებები განხორციელდება. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში იქნება პრეზენტაცია“- განაცხადა შჩურმა და აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ დეტალებზე მსჯელობა.