“საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა გაჟონა”- Cybernews-ი

გამოცემა Cybernews-ი  ავრცელებს სტატიას, რომლის თანახმადაც საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა გაჟონა. გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ბაზა Cloud-ზე გამოჩნდა, შემდეგ კი მოულოდნელად გაქრა.

Cybernews-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები გერმანიაში დაფუძნებული Cloud სერვისის პროვაიდერის სერვერზე იყო განთავსებული. მონაცემთა ერთი ბაზა დაახლოებით 5 მილიონი ადამიანის პირად ინფორმაციას შეიცავდა, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ 7 მილიონ სატელეფონო ჩანაწერს, ასევე 1,45 მილიონი ავტომობილის მფლობელის პირად ინფორმაციას აერთიანებდა. მონაცემები შეიძლება ასლებსა და გარდაცვლილების შესახებ ჩანაწერებსაც შეიცავდეს.

სენსიტიური მონაცემები შემდეგ ჩანაწერებს შეიცავდა: პირადობის მოწმობის ნომერს, სრულ სახელსა და გვარს, დაბადების თარიღს, სქესს, დაზღვევის ნომრებს, ტელეფონის ნომერს მისი მფლობელის აღწერითი ინფორმაციით.

მსგავსი თემები