„გააშუქე სიმართლე”- სტუდენტები საპროტესტო მარშს მართავენ

„გააშუქე სიმართლე”- ამ ლოზუნგით, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები საპროტესტო მარშს მართავენ. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა”, „გააშუქე სიმართლე” და ა.შ.

ისინი აღმაშენებლის ხეივნიდან მსვლელობით ჯერ „პოსტივისთან“ მივლენ, შემდეგ „იმედთან“ და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გადაინაცვლებენ.

მარშის მონაწილეების განცხადებით, ტელეკომპანიებთან მისვლის მიზანია, რომ მათ სიმართლე გააშუქონ.

 

მსგავსი თემები