ნარიშკინი აცხადებს, რომ მზადაა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალ დირექტორს შეხვდეს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინტერესი იქნება, მაშინ მზად არის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ახალ დირექტორს, ჯონ რატკლიფს შეხვდეს.

„ჩვენ მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ” – აღნიშნა ნარიშკინმა.

ჯონ რეტკლიფი აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 23 იანვარს, 74 ხმით 25-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

 

მსგავსი თემები