“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები შეაჩერა”- Reuters-ი

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა. დეპარტამენტის დოკუმენტის თანახმად, საგარეო დახმარების დროებით შეჩერების ბრძანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გასცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპრატამენტის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს არ შეეხება.

Reuters-ს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელმა განუცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროექტებზე მომუშავე თანამშრომლებს სამუშაოების შეჩერება უბრძანეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგარეო დახმარების 90 დღით შეჩერების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოაწერა.

 

 

 

მსგავსი თემები