თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამოინგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაშავებულია,სამი ადამიანი. მედიის ცნობით, შემთხვევა თურქეთის ქალაქ კონიაში, სელჩუკლუს რაიონში მოხდა.

მაშველებმა შენობაში მყოფი ხუთი ადამიანიდან სამის გამოყვანა მოახერხეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ნგრევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს.

მსგავსი თემები