უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Х-59/69-ის ტიპის 2 მართვადი რაკეტა და 61 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 46 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 15 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების შედეგად კიევის, ჩერკასისა და ხმელნიცკის ოლქებში კერძო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები დაზიანდა. არიან დაშავებულები“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.