გრენლანდიის საკითხზე ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი „ძალიან ცუდად“ წარიმართა

გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“­ წარიმართა. ინფორმაციას Financial Times-ი  ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა დანიის პრემიერს განუცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ მისი განზრახვა სერიოზულია.

„საშინელება იყო. ადრე ამის სერიოზულად აღქმა რთული იყო. ვფიქრობ, ახლა საქმე სერიოზულად არის და ეს პოტენციურად ძალიან საშიშია“ – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

გამოცემის მეორე წყაროს განცხადებით, ახლა დანიელები „კრიზისულ რეჟიმში და საკმაოდ შეშინებულები არიან“.

 

მსგავსი თემები