აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აბორტის წინააღმდეგ გამართულ „სიცოცხლის მარშზე“ სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ბავშვები არიან ამერიკის მომავალი.
„ეროვნული წარმატების კრიტერიუმი არ არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ან საფონდო ბაზარი, არამედ გრძნობს თუ არა ხალხი, რომ მათ შეუძლიათ, შექმნან წარმატებული და ჯანსაღი ოჯახები ჩვენს ქვეყანაში“- განაცხადა ვენსმა.
მისი თქმით, ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა.
„ბავშვები არიან ამერიკის მომავალი. დაქორწინდით და შექმენით ოჯახი. ეს არის ამერიკული ოცნება“- განაცხადა ვენსმა.