მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას  პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მაია სანდუს ცნობით, კიევში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით გაემგზავრა.

„ჩვენ უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ევროკავშირის გზაზე ურთიერთდახმარების საკითხებს განვიხილავთ. მოლდოვა საიმედო მეზობლად რჩება“ – წერს სანდუ X-ზე.

მსგავსი თემები