“რას გააკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა ამერიკული ფლოტისთვის დაიკეტება?!”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის მოპოვებას მისი სიტყვების გამოყენებით ცდილობს. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, სტრატეგიული და რეალური სამყარო არსებობს, რომელთანაც გამკლავება დონალდ ტრამპს, გარკვეული იდეოლოგიების მიმართ მისი სიმპათიების მიუხედავად მოუწევს.

„ისინი ვაშინგტონში ლობისტებს მიმართავენ, მაგრამ მათი ე.წ. დიპლომატია არ მუშაობს, რადგან ისინი ქვეყანას აღარ მართავენ. ისინი ქართველი ხალხისა და მთავარი პარტნიორების მიერ იზოლირებულები არიან. დონალდ ტრამპი რეალისტია. ინაუგურაციაზე მისი მთავარი გზავნილი ძლიერი ამერიკის შესახებ იყო. ის ძლიერი ამერიკის შესახებ საუბრობს. მაგრამ, რამდენად ძლიერია ამერიკა, თუ 3,7 მილიონიან ქვეყანას შეუძლია დასავლეთს ზურგი აქციოს, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ მიბრუნდეს? რას გააკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა ამერიკული ფლოტისთვის დაიკეტება? ასე რომ, სტრატეგიული და რეალური სამყარო არსებობს, რომელთანაც გამკლავება დონალდ ტრამპს, გარკვეული იდეოლოგიების მიმართ მისი სიმპათიების მიუხედავად მოუწევს“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები