ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს შტორმმა „იოვინსმა“ გადაუარა. შტორმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი – ირლანდიის მკვიდრი მამაკაცი, რომლის ავტომობილსაც ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა.
სტიქიამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მილიონამდე აბონენტი გაერთიანებულ სამეფოში, სადაც განგაშის წითელი დონე იყო გამოცხადებული.
ირლანდიაში სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი 1 800-მდე მოსახლე. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება, შესაძლოა, უახლოესი ათი დღის განმავლობაში ვერ აღუდგინონ.