“ჩემი მანდატი კონკრეტულ დღეს არ სრულდება”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ  მისი მანდატი კონკრეტულ დღეს არ სრულდება.

„მე ხალხმა ამირჩია, ის პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი სხვა ინსტიტუტებისგან შემდგარმა კოლეგიამ აირჩია. ასე რომ, ეს ერთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტია. ჩემი მანდატი კონკრეტულ დღეს არ სრულდება. კონსტიტუციის თანახმად, ჩემი მანდატი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გრძელდება. ეს კი ლეგიტიმურ პრეზიდენტს ნიშნავს. ამიტომ ველოდები. როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება და ახალი პრეზიდენტი აირჩევა, სიამოვნებით გავითვალისწინებ ამას“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები