“კანადელები უკეთეს სამედიცინო დაზღვევასა და მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს მიიღებდნენ, თუკი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, კანადის 51-ე შტატად ხილვას ისურვებდა.
„მე კანადის 51-ე შტატად ხილვას ვისურვებდი. კანადელები მიიღებდნენ უკეთეს სამედიცინო დაზღვევას, მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს და გაცილებით მეტ ვაჭრობას, თუკი ისინი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ“- განაცხადა ტრამპმა.