“ვაფასებ, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს სალომე ზურაბიშვილს”- უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე და სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრას ეხმაურება. ის მაკრონს მადლობას უხდის.

„მადლიერებით ვაფასებ, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში. საფრანგეთი და ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგანან. საქართველოსთვის ერთადერთი გზა წინ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!” – წერს კონგრესმენი.

 

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება

 

მსგავსი თემები