„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომელთაც შაბათს, 25 იანვარს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლებენ. ოთხივე მათგანი ქალი სამხედროა. მათ 180 პალესტინელ პატიმარში გაცვლიან, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეებში იმყოფებიან.
უახლოეს მომავალში „ჰამასი“ ასევე გამოაქვეყნებს ინფორმაციას დარჩენილი 26 მძევლის შესახებაც, რომელთაც ეტაპობრივად, მომდევნო ხუთი კვირის ვადაში გაათავისუფლებენ.