სერბეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების გამო, ბელგრადში სკოლები, წიგნის მაღაზიები, თეატრები და ბარები ერთი დღით დაიხურა. როგორც მედია წერს, მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს და აქტიურად საუბრობს კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და უხარისხო სამშენებლო სამუშაოებზე.
სერბეთში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ახალგარემონტებულ სადგურზე ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
მომხდარზე პროკურატურამ 13 ადამიანი, მათ შორის ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი დაადანაშაულა, თუმცა ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარდგენით.