აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაცია დაიწყო

Fox news -ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაცია დაიწყო. დაკავებულები არიან ასობით არალეგალები, რომლებსაც სამხედრო თვითმფრინავების მეშვეობით ადეპორტებენ.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა დღეს გამოაცხადა, რომ “დეპორტაციის ფრენები დაიწყო” და ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ადამიანები სამხედრო თვითმფრინავში სხდებიან.

“პრეზიდენტი ტრამპი ძლიერ და მკაფიო სიგნალს უგზავნის მსოფლიოს: თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად შეხვალთ, სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდებით,” – წერს ლევიტი სოციალურ ქსელ X-ზე.

მსგავსი თემები