“დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი, შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა,ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე კრიზისი დაკავშირებულია წინა არჩევნებში ბაიდენის გამარჯვებასთან. როგორც რუსული მედი წერს, პუტინმა გაიმეორა დონალდ ტრამპის მიერ არა ერთხელ გამოთქმული მოსაზრება, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა.

„დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი, 2020 წელს თუ არ მოპარავდნენ გამარჯვებას, მაშინ შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო“ -აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, ტრამპი გონიერი, პრაგმატული ადამიანია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ  მიიღებს გადაწყვეტილებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რამაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს თავად შეერთებული შტატების ეკონომიკას.

მსგავსი თემები