ჟურნალისტებმა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა თბილისში აქცია-მსვლელობა გამართეს. ისინი მარჯანიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ. ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გაემართებიან, სადაც აქციები 58-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“, „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“ – ისმის აქციის მონაწილეების შეძახილები.
საპროტესტო აქციაა ბათუმშიც.