ფერების, დღესასწაულის, განწყობის, ხალისის, ბუნების, ყვავილების, ტურიზმისა და ტურისტების მიზიდულობის ერთ-ერთი ცენტრი – ეს სოფელი ხუანკლინკია, ძიანკსის პროვინციაში.
ამ სოფელს ტყუილად ნამდვილად არ უწოდებენ „ინოვაციების შუქურას ტურიზმის სფეროში“. სოფელი ემსახურება როგორც ჰოლისტიკური მემკვიდრეობის კონსერვაციის, ისე ეკონომიკური განვითარებისა და კულტურული გაცვლის მოდელს.
ამ სოფელი დაცულია 43 უძველეს შენობა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის 32 მემკვიდრე, რაც უზრუნველყოფს ტრადიციების უწყვეტობას. ტრადიციების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კულტურული ფესტივალები და ცეკვის დღესასწაულები.
სოფელი ულამაზესია გაზაფხულზე, სადაც ათასფრად აჭრელებულ ყვავილებს ნახავთ. ტერასებად შეფერილი ულამაზესი ყვავილები არა მხოლოდ სილამაზით მოგაჯადოვებთ, არამედ, სურნელებითაც.
გორაკზე აშენებული სოფელი უამრავი კულტურული ხელნაკეთი ნივთებით, ყავისა და ჩაის მაღაზიებით, ქვის ბილიკებით, შეფენილი უძველესი სახლებითა და თვალსაჩინოებით გაოცებულს დაგტოვებთ.
ისტორიული შენობებისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ადგილობრივების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ცალკე ისტორიაა „მზის აბაზანების კულტურული ფესტივალი,“ რომელიც უძველესი სახლების სახურავებზე მიმოფანტულ ცოცხალი მცენარეები გამოშრობას გულისხმობს. ეს ერის უნიკალური როგორც სანახაობა ისე მოვლენა, რომელიც დიდი რაოდენობით ვიზიტორებს იზიდავს. სხვა ყველაფერს თავად ფოტოები საუბრობს.