ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას განაცხადა, რომ ,,ამერიკას ევროკავშირი ძალიან, ძალიან უსამართლოდ ექცევა”.
ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მას უყვარს ევროპა, თუმცა მოითხოვს უფრო სამართლიან და ეფექტურ სავაჭრო პოლიტიკას.
ტრამპმა ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის თემაზეც და იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკას ომის შეჩერებაში დაეხმარება.
შტატების პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ასევე ისაუბრა ბირთვული რესურსის შემცირების საკითხზეც.