,,დღეს რომ ხმის მიცემა იმართებოდეს იმაზე, უნდა გახდეს თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრი, პასუხი არის: „ცხადია, არა“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, დღეს უკრაინა არანაირად არ ასრულებს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელ პირობებს.
„არ მინდა, გრძელი სია მოგცეთ, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზს გეტყვით : ეროვნული უმცირესობების უფლებები. ფაქტი ისაა, რომ უნგრეთის ეროვნული თემის უფლებები სასტიკად ირღვევა ბოლო ათზე მეტი წლის განმავლობაში. ცხადია, ეროვნული უმცირესობების უფლებების უგულებელყოფა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს“, – აღნიშნა სიიარტომ.