მექსიკა აშშ-დან მასობრივი დეპორტაციისთვის ემზადება

Reuters-ის ინფორმაციით, სასაზღვრო ქალაქ სიუდად ხუარესში დროებითი კარვების ბანაკები შენდება, სადაც ათასობით დეპორტირებული ლათინოამერიკელის განთავსება იგეგმება. მექსიკური მხარე მათ კვებას, სამედიცინო დახმარებასა და საბუთების აღებაში დახმარებას ჰპირდება.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, კარვების თავშესაფრის მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სამხედრო ძალების მიერ მისი დახურვის ბრძანება გასცა.

მსგავსი თემები