ცნობილია, თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა

თბილისში 26 წლის ახალგაზრდა მშენებარე კორპუსიდან გადააგდეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვილი ლევან ჯანგულაშვილია. ის კახეთიდან იყო. შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. ცხელ კვალზე დააკავა.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული  15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები