აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჭკვიანი ბიჭია. ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუს დროს ტრამპმა გაიხსენა, რომ კიმ ჩენ ინთან პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს კარგი ურთიერთობები ჰქონდა.
ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ის კვლავ დაუკავშირდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა. აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კიმ ჩენ ინი რელიგიური ფანატიკოსი არ არის.