რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ რუსეთი დაჟინებით მოითხოვს ,,რკინის გარანტიებს“, რათა უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდეს.
„ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით ალიანსში განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს. ამ შემთხვევაში, ბატონი ფიცო აბსოლუტურად მართალია ამ გეგმების დახასიათებაში, რადგან ეს გამორიცხავს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას და, უფრო ფართო გაგებით, რაიმე სახის უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნასაც კი და ამ თვალსაზრისს ალიანსის რამდენიმე ქვეყანა იზიარებს“, – აღნიშნა გრუშკომ.