“აფხაზეთის ენერგომომარაგება არის მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში” – მამუკა არეშიძე

“აფხაზეთის ენერგომომარაგება არის უაღრესად მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში”, – ეს განცხადება ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.

არეშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” მის ვიზიტზე ისაუბრა თურქეთში, რომელიც ენგურის მუშაობის თემას ეხებოდა. ექსპერტის თქმით, აფხაზეთის ენერგომომარაგება უაღრესად მძიმე და კრიტიკულია.

“ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი მომგებიანი და საქმიანი ფორმატი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში, რომელიც ეხება ენგურის მუშაობის თემას.  აქ მთავარია აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხი. ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთის ენერგომომარაგება არის უაღრესად მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში. ეს ეხება ქსელების სიძველესა და მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის საფასურის არ გადახდას. გარდა ამისა, აფხაზეთში არის საბოტაჟი ამ ელექტრომომარაგებაზე. ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს აქედან სარგებელის მიღებას”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ექსპერტის განმარტებით, აფხაზეთში, ელექტრომომარაგების კუთხით შექმნილი მდგომარეობის მთავარი მტერი რუსეთია, რომელიც უზარმაზარ ფულს ხარჯავს ამ სიტუაციის შესაქმნელად. 

“ერთ-ერთი მთავარი მტერი ამ ვითარებისა, რომელიც  აფხაზეთში შეიქმნა, ეს არის რუსული მხარე, რომელიც უზარმაზარ ფულს ხარჯავს ამ ვითარების შესაქმნელად. მეორე მხრივ, ჩვენც უზარმაზარ ფულს ვხარჯავთ. ეს არის ერთი საკითხი, სადაც მოაზროვნე აფხაზების, ქართველებისა და რუსების პოზიცია ერთმანეთს დაემთხვა. 2 წელია ვცდილობთ შევცვალოთ ეს მდგომარეობა და საზოგადოების ცნობიერებამდე დავიყვანოთ. 2021 წელს აფხაზეთი დარჩება სიბნელეში, თუ მანამდე გონს არ მოეგო ის ხალხი, ვინც ამას ძალიან კარგად აცნობიერებს. ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან არც ექსპერტები მონაწილეობენ, არც პოლიტიკოსები, აქ მონაწილეობენ ენერგოსისტემის სპეციალისტები, მოსკოვის 2 უმაღლესი სასწავლებლიდან. ქართული მხარიდანაც მონაწილეობენ პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები. აფხაზური მხარიდან კი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ძირითადად, ჟურნალისტები, ანუ ისინი, ვისაც გავლენები აქვს აფხაზურ საზოგადოებაში”, – განაცხადა ექსპერტმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მამუკა არეშიძის თქმით, მათი ამოცანაა ამ შექმნილი მდგომარეობის აფხაზურ საზოგადოებამდე მიტანა, რომ სიტუაცია გამოსწორდეს.

 “ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ხალხმა აფხაზურ საზოგადოებამდე მიიტანოს ის არსებული მდგომარეობა, რომელიც არის ენერგომომარაგების სისტემაში, რომ მდგომარეობის შეცვლა დაიწყონ. აფხაზები, ხშირშემთხვევაში, ხარჯავენ იმაზე მეტ ენერგიას ენგურიდან, ვიდრე ეს დათქმული იყო. ეს იყო 40-60%. არის ისეთი პიკური დღეები, როცა ისინი 100%-ს ხარჯავენ. 
ეს ის თემაა, სადაც შეგვიძლია რბილი ულტიმატუმის პოზიციიდან ვილაპარაკოთ და აფხაზები იძულებულები იქნებიან, დათანხმდნენ ამ შეთავაზებებს, მითუმეტეს რუსი სპეციალისტები ამას მთლიანად უჭერენ მხარს”, – განაცხადა ექსპერტმა, კავკასიის საკითხებში “მედიაცენტრ მთავარში”.

“გარდა ენერგოსაკითხებისა, ჩვენ სხვა საკითხებზეც ვმსჯელობთ, რომელიც ენერგეტიკასთან კავშირშია”, – დასძინა მამუკა არეშიძემ.  

მსგავსი თემები