ნიკოლოზ ბასილაშვილი ოეირაშის ჩელენჯერის ტურნირის მეოთხედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოეირაშის ჩელენჯერის ტურნირის მეოთხედფინალშია. შეჯიბრების მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელი მარკ ანდრეა ჰიუსლერი სამ სეტში, 4:6, 6:2, 6:2 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე  19 წლის ბელგიელ ალექსანდერ ბლოქსს შეხვდება.

მელბურნში, წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამი საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია და ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა, პირველ წრეში კი ჩეხ მენშიკთან 1:3 დამარცხდა.

ამ მომენტისთვის ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 206-ე ადგილზეა.

 

მსგავსი თემები