აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სინ ძინპინთან კარგი ურთიერთობა ექნება და ამერიკას რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში დაეხმარება.
„სი ძინპინმა დამირეკა. ვფიქრობ, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვექნება. ჩვენ მუდამ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვიმედოვნებთ, რომ კარგად ვიმუშავებთ და შევთანხმდებით. იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება ომის შეჩერებაში, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის, რადგან მათ დიდი გავლენა აქვთ ამ სიტუაციაზე“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას.