შშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღწევის უზრუნველსაყოფად.
„მინდა, რაც შეიძლება, მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ეს ომი. ეს არ არის ეკონომიკური მიზეზის გამო. ეს იმიტომ, რომ მილიონობით სიცოცხლე იკარგება“- აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მან რუსეთ-უკრაინის ომი „სასაკლაოდ“ მოიხსენია და დასძინა, რომ მსგავსი სცენები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს.