რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები უკვე 57-ე დღეა იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

დღევანდელ აქციას მარშით შეუერთდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც „ახალი თეატრთან“ იყვნენ შეკრებილები.

 

მსგავსი თემები