„განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ პუტინისა და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად“- ულსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში, რომ ჩეხეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ტომაშ პოიარს შეხვდა. უილსონის განცხადებით, შეხვედრაზე, განიხილეს თუ როგორ შეიძლება იმუშაონ: „ომის დამნაშავე პუტინისა და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად“

“მადლობელი ვარ, რომ შევხვდი ჩეხეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ტომაშ პოიარს. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინისა და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად. ჩეხური მორალური და სტრატეგიული სიცხადე ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე!” – წერს უილსონი.

მსგავსი თემები