ფეისბუკზე შეურაცხმყოფელი ტექსტის გამო ენმ-ის მხარდამჭერები დააჯარიმეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, ლევან გოგია და დავით ყოლბაია ფეისბუკზე შსს-ს მაღალჩინოსანზე შეურაცხმყოფელი ტექსტის გამო 1000-1000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

ენმ-ის მხარდამჭერები, რომლებიც ყოფილი პოლიციელები არიან, სასამართლომ კანონდამრღვებად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას-საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას გულიახმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

საუბარია დავით ყოლბაიას ფეისბუკ გვერდზე რამდენიმე დღის წინ საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძის ოჯახზე გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ სტატუსზე, რომელზეც ლევან გოგიამ ასევე საჯარო კომენტარი გააკეთა.

ენმ-ის მხარდამჭერები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი თქმით, სოციალურ ქსელებში დაუდგენელმა პირებმა მოახერხეს შეღწევა და მათი სახელით ტექსტის დაწერა.

 

მსგავსი თემები