“უკრაინაში ნატო-ს ძალების ჩარევა კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის”- ზახაროვა

უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობოების განთავსების პერსპექტივას რუსეთი ეწინააღმდეგება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ,  რომ უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა უკონტროლო ესკალაციას გამოიწვევს.

„16 იანვარს ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა იანვრის დასაწყისში დახურული მოლაპარაკებები გამართეს ორი ქვეყნის სამხედრო ნაწილების უკრაინაში გაგზავნის შესახებ. ხოლო 18 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, პისტორიუსმა არ გამორიცხა უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს „გარკვეული დემილიტარიზებული ზონის უსაფრთხოება, რომელიც ექვემდებარება ცეცხლის შეწყვეტას“. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ნატო-ს ძალების ჩარევა კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისთვის“-  აღნიშნა მარია ზახაროვამ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 18 იანვარს ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიას, როგორც ნატო-ს უმსხვილეს პარტნიორს ევროპაში, თავისი როლი ექნება.

მსგავსი თემები