აშშ-მა რაკეტის გამშვები სისტემა გადააადგილა, საიდანაც შეუძლია, მისწვდეს სამიზნეებს ჩინეთსა და რუსეთში

აშშ-მა ფილიპინებში რაკეტის გამშვები სისტემა „ტაიფუნი“ გადააადგილა, საიდანაც შეუძლია, მისწვდეს სამიზნეებს ჩინეთსა და რუსეთში. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.  ფილიპინების მთავრობის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ გადანაცვლება ხელს შეუწყობს იმის დადგენას, სად და რამდენად სწრაფად შეიძლება რაკეტის ბატარეის გადატანა ახალ საცეცხლე პოზიციაზე.

„ტაიფუნის“ სარაკეტო გამშვებში განთავსებულია „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები და ასევე SM-6-ის ტიპის რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ საჰაერო ან საზღვაო სამიზნეების განადგურება 200 კილომეტრის დაშორებით.

მსგავსი თემები