ბოლო პერიოდში, თურქეთში, ყალბი 100 და 50 დოლარიანი კუპიურების მოხმარება გახშირდა. აქედან გამომდინარე, ვალუტაზე მომუშავე კომპანიები ძველ 100 და 50 დოლარიან კუპიურების მიღებაზე, ძირითად შემთხვევაში, უარს აცხადებენ.
შესაბამისად, თუ ძველი კუპიურები გექნებათ, მის გადახურდავებას ან გამოყენებას ვერ შეძლებთ. ასევე, დიდი რისკია, რომ ყალბი დოლარი „შემოგაჩეჩონ“. ამიტომ 100 და 50 დოლარიან კუპიურებთან მიმართებაში გმართებს სიფრთხილე.