სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. თავად ახობაძემ პროცესზე განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ნარკოტიკი ჩაუდეს.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები